Sunday, August 4, 2013

პროექტის გეგმა: ,,ნარკომანიის ისტორია და თანამედროვეობა”

1. პროექტის სახელწოდება:  ,,ნარკომანიის ისტორია და თანამედროვეობა
2. პროექტის მთავარი იდეა:  გამოიკვლიონ ნარკოტიკების გამოყენება კაცობრიობის უძველესი დროიდან დღემდე
3. პროექტის აქტუალობა:  ნარკომანია კაცობრიობის ერთ-ერთი სერიოზული გლობალური პრობლემა, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის ნამდვილ უბედურებად იქცა
4. პროექტის მიზნები:
  •  სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით იმსჯელონ საქართველოში ნარკომანების  რაოდენობაზე
  •  მსჯელობენ კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე თითოეული ნარკომანის მოქალაქის ინტერესებისათვი (მაგ. წესრიგი, უფლებათა დაცვა და სხვა), მოჰყავთ შესაბამისი მაგალითები საკუთარი დაკვირვებებიდან გამომდინარე
  •  თანაკლასელებთან ერთად შეიმუშავებენ საკითხებს, რომელიც ხელს შეუწყობს -  ნარკომანის როგორც პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებაში
5. მონაწილეთა ასაკი:  17-18  წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა:  2 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები:
  •   ადამიანის ღირსებებისა და უფლებების პატივისცემა
  •   თანაგრძნობა და მზრუნველობა
  •   პრინციპულობა და მოქალაქეობრივი სიმამაცე
  •   თანასწორობა
8. პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:  საძიებო სისტემები, სლაიდები, ვიდეო ფილმები, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი
9. პროექტის მსვლელობა
 1. აქტივობა: მოსწავლეები წინასწარ მომზადებული კითხვების დახმარებით ახდენენ  მოსახლეობაში გამოკითხვას - ნარკომანიის წარმოქმნის მიზეზებზე
2. აქტივობა: მოსწავლეებს მასწავლებლის მითითებით ეძლევეთ დავალება ესეს თემაზე ,,მსოფლიო ნარკომანების გარაშე“. რომლის წაკითხვა და განხილვა ეწყობა გაკვეთილზე
3. აქტივობა: ნარკომანიის თემასთან დაკავშირებით ინტერნეტიში  იძიებენ სურათებს, შემდეგ პროგრამა Microsoft word-ში დაამზადებენ ბუკლეტებს რომელსაც გაავრცელებენ მოსახლეობაში
4. აქტივობა: პროგრამა Microsoft Power Point 2010-ში აკეთებენ პრეზენტაციას
5. აქტივობა: მოსწავლეები დაამზადებენ პროექტის ბლოგს
10. საგნებთა/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  საზოგადოებრივი მეცნიერება - გეოგრაფია და ეროვნული სასწავლო გეგმა
11. პროექტის ხელმღვანელი (მასწავლებელი):  ეკატერინე გოგოლაძე






No comments:

Post a Comment